მომსახურების პირობები
ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები (შეთანხმება პირობებზე) მოგესალმებით loveblanche.com-ზე, შპს "მეზონ ბლანშ სტუდიო"-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 405873513) ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში. ჩვენს ვებ-გვერდზე შემოსვლით, კატალოგის დათვალიერებით ან შეკვეთის განთავსებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, გაიაზრეთ და სრულად ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების წესებს. აღნიშნული პოლიტიკა შემუშავებულია საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობისა და ელექტრონული კომერციის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
2. პერსონალური მონაცემების დაცვა და კომუნიკაცია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი მონაცემების უსაფრთხოება. შეკვეთის გაფორმებისას ან ანგარიშის შექმნისას მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია (მაგალითად: სახელი, გვარი, საკონტაქტო მონაცემები, პირადი ნომერი) მკაცრად დაცულია და გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის შესასრულებლად და თქვენთვის საუკეთესო მომსახურების გასაწევად.
-
მომხმარებლის პასუხისმგებლობა: მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი და განახლებული ინფორმაცია. შპს "მეზონ ბლანშ სტუდიო" იხსნის პასუხისმგებლობას არასწორი ან არასრული მონაცემების გამო გამოწვეულ მიწოდების შეფერხებებზე.
-
მარკეტინგული თანხმობა: სარეკლამო და მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნა განხორციელდება მხოლოდ თქვენი წინასწარი, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული თანხმობის საფუძველზე. სარეკლამო შეტყობინებებზე თანხმობა არ წარმოადგენს საიტზე რეგისტრაციის ან პროდუქტის შეძენის სავალდებულო პირობას.
3. ტრანსპორტირება და მიწოდება ჩვენ ვუზრუნველყოფთ მიწოდებას როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე გლობალურად. მიწოდების ვადები და ტარიფები განისაზღვრება შემდეგნაირად:
-
მიწოდება საქართველოში:
-
თბილისი (სტანდარტული) და რეგიონები: მიწოდება უფასოა. ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით სჭირდება 2-3 სამუშაო დღე, ხოლო რეგიონებში 4-5 სამუშაო დღე.
-
თბილისი (ექსპრესი): ხელმისაწვდომია სწრაფი მიწოდების სერვისი ფიქსირებული 20 ლარის სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფს ნივთის მიწოდებას მაქსიმუმ 1 სამუშაო დღის განმავლობაში.
-
-
საერთაშორისო მიწოდება: გლობალურ ტრანსპორტირებას საშუალოდ სჭირდება 6–7 სამუშაო დღე, დანიშნულების ქვეყნის მიხედვით. (შენიშვნა: საერთაშორისო გზავნილებზე დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებული ნებისმიერი საბაჟო და იმპორტის გადასახადის დაფარვა მომხმარებლის ვალდებულებაა).
4. დაბრუნებისა და გადაცვლის პოლიტიკა ჩვენ გვსურს, რომ ბოლომდე კმაყოფილი იყოთ შენაძენით. თუ რაიმე მიზეზით პროდუქტი არ მოგეწონათ, ჩვენ ვიღებთ უკან ან ვცვლით მას შემდეგი პირობებით:
-
ვადები: დაბრუნების ან გადაცვლის მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
-
ნივთის მდგომარეობა: მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, პროდუქტი უნდა იყოს სრულიად ახალ, გამოუყენებელ მდგომარეობაში. აუცილებელია უნარჩუნდებოდეს ყველა ორიგინალი ეტიკეტი, ქარხნული შეფუთვა და შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი/საგარანტიო ტალონი). კომპანია იტოვებს უფლებას, უარი თქვას იმ ნივთის მიღებაზე, რომელსაც აღენიშნება გამოყენების კვალი.
-
გადაცვლის სპეციფიკა: ნივთის გადაცვლა შესაძლებელია იდენტური ან მეტი საფასურის მქონე პროდუქტში (მომხმარებლის მიერ ფასთა შორის სხვაობის დამატებით). თუ თქვენი სურვილით ნივთს გადაცვლით უფრო ნაკლები ღირებულების პროდუქტში, გაითვალისწინეთ, რომ ფასთა შორის სხვაობა არ უკან არ ბრუნდება.
5. თანხის ანაზღაურების პროცედურა ჩვენს ფილიალში შემოსული ყველა დაბრუნებული ნივთი გადის ხარისხის შემოწმებას.
-
კომპანიის ექსპერტთა გუნდი ნივთის მდგომარეობას შეისწავლის ამანათის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
- თანხის დაბრუნების ვადები: ნივთის დაბრუნების შესახებ თქვენი შეტყობინების მიღებიდან, თანხა დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაბრუნებული პროდუქტის ხარისხის შეფასების მაქსიმუმ 10-დღიანი პროცესი გათვალისწინებულია ამ პერიოდში და შემოწმება არ გამოიწვევს თანხის ანაზღაურების 14-დღიანი ვადის გადაცილებას.
მნიშვნელოვანია: დასაბრუნებელი თანხა ირიცხება უნაღდო ანგარიშსწორებით, ზუსტად იმ საბანკო ბარათზე/ანგარიშზე, რომლითაც განხორციელდა თავდაპირველი გადახდა. ნაღდი ფულით თანხის დაბრუნება დაუშვებელია.
6. მოთხოვნის დაფიქსირება და დავების გადაწყვეტა ჩვენი მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ. დაბრუნების, გადაცვლის ან საგარანტიო მოთხოვნის დასაფიქსირებლად, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: info@loveblanche.com. წერილის სათაურში (Subject) მკაფიოდ მიუთითეთ მიზანი (მაგალითად: "Return Request - Order #123"), ხოლო წერილს დაურთეთ შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი და პროდუქტის ნათელი ფოტოები.
წინამდებარე მომსახურების წესები, ისევე როგორც ჩვენს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობა, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

